saqarTvelos uReltexilebi - niurmiSis uReltexili

კოორდინატები 43°06`18` ჩ. გ. 42°48`41` ა. გ.
ტერიტორიული ერთეული მესტიის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 3600 მ
ქედი სვანეთის კავკასიონი

 

უღელტეხილი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3600 მ. უღელტეხილის მიდამოები აგებულია კამბრიულისწინა და ქვედაპალეოზოური კრისტალური ფიქლებით. ახასიათებს თანამედროვე გამყინვარება. აკავშირებს ტვიბერისა და ლეხზირის მყინვარებს (მდინარე ენგურის აუზი).